Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მღვიმეში, სადაც 2004 წელს პირველი ჩონჩხი აღმოაჩინეს, დედამიწის დღე აღინიშნა

თარიღი : 23-04-2018, 17:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში მდებარე კოტიასკლდის მღვიმეში და მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ღონისძიება მოეწყო, სადაც ორგანიზაცია ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ წევრები მონაწილეობდნენ. პირველად მოხდა კარსტულ მღვიმეში შშმ პირების გადაადგილება. კარსტულ მღვიმეში ვიზიტორებს მეგზურობა გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა გაუწია. მან ვიზიტორებს კარსტული მღვიმის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა, აგრეთვე განიხილეს ადაპტირებული ტურისტული მარშრუტების აუცილებლობა შშმ პირების ჩართულობით.

"მონაწილეები აგრეთვე ჩაერთვენ საქველმოქმედო აქციაში, რომელსაც "მო(ა)ხვიე ხელი(თ)" ჰქვია და სპეციალურად შშმ პირებისათვის მოეწყო. მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხარშა ხინკალი, ერთ-ერთმა შშმ პირმა გამოაცხო კუბდარი, ყველა მონაწილე შშმ პირმა დარგო ფიჭვის ნერგი მღვიმის მიმდებარე ტყის მახლობლად ასევე მოხდა ცხენით გასეირნება, მიზანში ტირის თოფით სროლა. აქციის "აღმოაჩინე ჭიათურის" მიზანია საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაცია," - ამბობს გიორგი დვალაშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორი ზურაბ მაჩიტიძე აცხადებს, რომ ღონისძიებას მომავალში უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა და შშმ პირების მიერ მოხდება სხვა საინტერესო ტურისტული ობიექტების მონახულებაც.

"დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში ( 20 კმ ცენტრიდან) გაიმართა დაუვიწყარი, ნამდვილად უპრეცენდენტო დღესასწაული. ამ უნიკალურ ადგილზე მონახულებული იქნა კარსტული მღვიმე, სადაც მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩასვლა „გვირაბში“( ერთი საათი ვიმყოფებოდით მღვიმეში, მინიმუმ ასეა რეკომენდირებული, აქვს სამკურნალო დანიშნულება). ასევე მოხდა ნერგების დარგვა, ცხენებით სეირნობა, გვიმასპინძლეს შესანიშნავად. საკმაოდ ორიგინალური, თბილი ატმოსფერო იყო. ძალიან კარგი შეხვედრა მოგვიწყვეს. მოწვეული იყვნენ სტუმრები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, აგრეთვე სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან," -ამბობს ორგანიზაცია ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ წარმომადგენელი გიგო ასანიძე.

კოტიასკლდეში მასშტაბური ღონისძიება 2016 წელსაც გაიმართა. ორი წლის წინ მღვიმეში ჭიათურელი ბიზნესმენის, თეიმურაზ გაფრინდაშვილის ფინანსური მხარდაჭერით წიგნის- „ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეების" პრეზენტაცია მოხდა. კოტისკლდის კარსტული მღვიმე, სადაც საინტერესო წარდგინებები შედგა, ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად მდებარეობს. ობიექტი იმით არის საინტერესო, რომ რომ მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას 2004 წელს აღმოაჩინეს პირველი ჩონჩხი, რომელიც განსაკუთრებულ დნმ-თან ერთად, მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციასაც შეიცავს. “კოტე”, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, განსხვავებული წესითაა დაკრძალული, საინტერესო და მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.


ნანახია: 2070-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები,' - ასეთია იმ წიგნის სახელწოდება, რომლის პრეზენტაცია ჭიათურაში, ე.წ. კოტიასკლდის
ღონისძიების ორგანიზატორი ზურაბ მაჩიტიძე აცხადებს, რომ ღონისძიებას მომავალში უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა და ტურისტული
ჭიათურის სოფელ სვერში არსებულ უნიკალურ მღვიმეში საერთაშორისო ექსპედიცია ჩავიდა.
ჭიათურაში მცხოვრები ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში არსებული მღვიმეების კეთილმოწყობას ითხოვენ.
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.
პირველად მოხდა კარსტული რელიეფის მიწისქვეშა წარმონაქმნის ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, მარკირება.
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები ამბობენ, რომ გიორგი ფერაძის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რას მის ტელეფონზე განხორციელებულ სატალეფონო ზარს
თუ დასაქმებული ფიქრობს, რომ მისი ხელძღვანელი მას ავიწროებს, ავალებს ისეთ საქმეს, რომლის შესრულების ვალდებულებაც მას არ გააჩნია, ან კიდევ ხელმძღვანელი

ამინდი