'კახა კალაძე სახლის შეძენას დაგვპირდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა,'- სახლის გარეშე, კახა კალაძის დაპირების იმედად დარჩენილი ოჯახი სამტრედიაში
თარიღი : 23-04-2018, 10:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბლარში მცხოვრები იზოლდა ზაკალაშვილი იმის გარკვევას ცდილობს, რის საფუძველზე შეუწყდა სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობა. ფულად დახმარებას დედამთილის გარდაცვალების შემდეგ, 9 თვეა ვეღარ იღებს. ამბობს, რომ დედამთილის გარდაცვალების ფაქტის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დროულად შეატყობინა, თუმცა დახმარება მაინც შეუწყვიტეს.
„9 წლის შვილი მყავს. ეპილეფსიით არის დაავადებული. მისთვის საჭმლის და წამლების ყიდვას ვერ ვახერხებ. მის პენსიაზე, 100 ლარზე ვართ მთელი ოჯახი. გარდა ამისა, ბანკშიც უნდა შევიტანო ფული. ოთხჯერ შემამოწმეს, მაგრამ მაინც მაღალი ქულა მომივიდა,“ - ამბობს იზოლდა ზაკალაშვილი.
იმის გარდა, რომ დახმარება შეუწყდათ, ზაკალაშვილების ოჯახს ისიც აწუხებს, რომ საცხოვრებელი არ აქვთ. ამჯერად თავს ახლობლის სახლს აფარებენ, თუმცა თავშესაფარს სახლი პირობითად ჰქვია, რადგან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, შენობას არ აქვს იატაკი და ადგილზე არ არის საყოფახოვრებო ნივთები. იზოლდა ზაკალაშვილი ამბობს, რომ მათ მდგომარეობას კარგად იცნობს თბილისის მერი კახი კალაძე, რომელმაც სამტრედიაში ყოფნის დროს, ოჯახს დახმარებას და საკუთარი სახსრებით სახლის შეძენას დაპირდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.
„კახა კალაძე სამტრედიაში რომ იყო, ნახა ჩვენი პირობები და გვითხრა, რომ გავიმარჯვებ თუ არა, სახლს მაინც შეგიძენთ ჩემი ფულითო. მას შემდეგ დრო გავიდა, თუმცა ჩვენ ისევ სახლის გარეშე ვართ,“ - ამბობს იზოლდა ზაკალაშვილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის-ცენტრში ვერ ხსნიან, რის გამო შეუწყდა ზაკალაშვილების ოჯახს საარსებო შემწეობა. სერვის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ნარგიზა კაცაძე განმარტავს, რომ ქულას კომპიუტერი ითვლის და ისინი ქულის გაზრდასთან კავშირში არ არიან.