ქუთაისში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს
თარიღი : 21-04-2018, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრეები აქციას მართავენ. გარე მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა აიკრძალა.
აქციის მონაწილეების თქმით, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ მოითხოვენ ადგილის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას შეძლებენ.
ადგილზე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია.
ქუთაისის მერიის განცხადებით, 21 აპრილიდან ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალებათ.