ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა აიკრძალა-მერიამ გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა
თარიღი : 21-04-2018, 08:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დღეიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალა. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებთან" ერთად, გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა. შესაბამისად დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არც ერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. მისივე თქმით, ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს შესთავაზებენ ქუთაისში არსებულ სხვადასხვა ბაზრობებზე.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის უკან ქალაქის ცენტრალური ნაწილში აიკრძალა გარევაჭრობა. ამჯერად იგივე პროცესი ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის ყველა უბანში არსებულ ტერიტორიაზე მოხდება.