იმერული კუთხის პრეზენტაციის ნაცვლად ქველმოქმედება-რა განსხვავებულ პროგრამას გეგმავს იმერეთის გუბერნია 'ქუთაისობას' მუხრანის ტყეში?
თარიღი : 20-04-2018, 16:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მიმდინარე წელს, ორ მაისს, "ქუთაისობის" დღესასწაულზე, მუხრანის ტყეში ტრადიციად ქცეული იმერული კუთხისა და სამზარეულოს პრეზენტაცია აღარ გაიმართება.
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, მიმდინარე წელს მუხნარის ტყეში განსხვავებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილის გრიგოლ დალაქიშვილის თქმით, რადგან ,,გვირილობა“ დაკავშირებული იყო ქველმოქმედებასთან და სიკეთის კეთებასთან, გუბერნიამ ძველი ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა.
"გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და საუკუნის შემდეგ ისევ დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარები. აღნიშნულ ღონისძიებაში რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება შეიძინოს სასურველი ნივთი და მონაწილეობა მიიღოს ქველმოქმედებაში. სიმბოლურად ასევე, ვგეგმავთ "გიმნაზისტმა“ გოგონებმა და ვაჟებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე გვირილები გაყიდონ და შეგროვილი თანხით საკუთარი წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში.
გარდა ამისა, მუხნარის ტყეში გაიმართება კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფოლკლორული ანსამბლების მიერ წარმოდგენილი იქნება როგორც ქორეოგრაფიული ასევე, ხალხური სიმღერები, შესრულდება ქალაქური სიმღერებიც," - ამბობს გრიგოლ დალაქიშვილი.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, გრიგოლ დალაქიშვილი პირველი იქნება, ვინც 500 ლარის ღირებულების ნივთს შეიძენს ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად.
შეგახსენებთ, რომ გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა. „გვირილობის“ დამაარსებელი საშა ჩიქოვანია. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა.