Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აუდიტის ჩატარების შემდეგ გადაწყდება, იმუშავებს თუ დაიხურება ტყიბულის შახტა

თარიღი : 20-04-2018, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტყიბულში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მუშაობის აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების მქონე აუდიტორული კომპანია განახორციელებს.

როგორც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომპანია მზადაა ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის და ამის შემდეგ მოხდება შეჯერება, რამდენად უღირს კომპანიას ადგილზე ოპერირება განახორციელოს. მისივე თქმით, კომპანიამ მაქსიმალური გააკეთა რისკების მინიმალიზაციისთვის, თუმცა, სავალალო შედეგი მაინც დადგა.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოწვეული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც შეაფასებს, ზოგადად, რამდენად არის შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული. ასევე იმას, თუ რამდენად შეიძლება შახტაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ფატალური შემთხვევები. ამის შემდეგ განისაზღვრება ღონისძიებების ნუსხა. ხოლო კომპანია განსაზღვრავს ამ ფორმატში რამდენად აქვს სურვილი გააგრძელოს საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ, რომ სრულად და გამჭვირვალედ დასრულდეს საგამოძიებო პოროცესი, მზად ვართ ყველა შედეგისთვის. ამავდროულად წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტაში ოპერირება. ჩვენ, ჩვენი მხრივ მაქსიმალური გავაკეთეთ რისკების მინიმალიზაციისთვის, რაც იქ არსებობდა და ჯანდაცვის ყველა მტკივნეული და კატეგორიული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა სავალალო შედეგი მაინც დადგა“, - განაცხადა ზურაბ გელენიძემ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ კომპანიაში სულ 1 500–მდე პირია დასაქმებული.


ნანახია: 860-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირველი პრობლემა არის ის, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს, შესაბამისად, ვერ ხედავს მოგებას. მეორეა აღებული სოციალური
ტყიბულში სამთომოპოვებითი საქმიანობის გაგრძელება უჭირს. საწარმოს გაჩერების შედეგად 1400-მდე ეკონომიკურად აქტიური ადამიანი
ისინი ადგილზე ეცნობიან დასაქმებულების სამუშაო გარემოს. აკვირდებიან, რამდენად არის შრომითი უსაფრთხოება დაცული და მონიტორინგს
აღნიშნული ფაქტი შახტაში მომხდარი ერთეული შემთხვევა არ არის.
კომპანია 'საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი' ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი