Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიმდინარე წელს საქართველოში 'ნატოს დღეები' განსაკუთრებულად აღინიშნება

თარიღი : 20-04-2018, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ნატოს დღეები 2018-ის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენელმა, საქართველო-ნატოს ურთიერთობებსა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.

მიმდინარე წელს, "ნატოს დღეები" განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოში. ქვეყნის 8 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.

"ნატოს დღეები" წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.


ნანახია: 1464-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში
დისკუსია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება სსიპ საინფორმაციო ცერნტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს, ქუთაისის მერიის და ქალაქის
შეხვედრას ნატოს სადამკვირვებლო მისიისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამინდი