Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას სთავაზობს ქუთაისის მერია ქალაქის დღესასწაულზე ქუთაისის მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს?

თარიღი : 19-04-2018, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი გვირილობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება. ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უმეტესი ნაწილი ცენტრალურ ბაღში გაიმართება. ორმაისობასთან დაკავშირებით გადიკეტება ფალიაშვილი ქუჩა, სადაც ბავშვებისთვის სხვადსხვა სახის ატრაქციონი განთავსდება, ხოლო სპორტული ღონისძიებები მუხრანის ტყეში მოეწყობა.

„ლოკაციები სფეროების მიხედვით გადანაწილდება. ცენტრალური ბაღი კულტურული ღონისძიებებით იქნება მთლიანად დატვირთული. აქ განთავსდება სცენა, სადაც დღის განმავლობაში სხვადსხვა სახის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში უმეტესად ადგილობრვი ჯგუფები ჩაერთვებიან. აქვე განთავსდება ორკესტრი. ასევე მოეწყობა თემატური გამოფენები, რომლებიც ქუთაისს, როგორც მსოფლიოს უძველეს ქალაქს, წარმოაჩენენ. ტრადიციულად მოეწყობა ყვავილების გამოფენა. იქნება ღია კაფეები. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ქუთაისში მოქმედ სხვადსხვა კომპანიასთან. იქნება ღვინის, ყველის გამოფენა-დეგუსტაცია. გვექნება წიგნების გამოფენა, ღია ლექციები. ასე რომ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველოდება, რომელთაც გალა კონცერტი დახურავს," - აცხადებს ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე.

წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წელს არ იგეგმება მუხნარის ტყეში ტრადიციული იმერული კუთხეების მოწყობა. მუხრანის ტყე მხოლოდ სპორტულ ღონისძიებებს დაეთმობა.


ნანახია: 1767-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავით გოგისვანიძის განმარტებით, ქალაქის დღესასწაულისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების ტენდერში ისეთმა კომპანიამ გაიმარჯვა (ჯეო
დღეს დაასრულებს გალა კონცერტი და ლაზერული შოუ ცენტრალურ მოედანზე
'ქუთაისში წლის ბოლომდე საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიებების ჩატარება იგეგმება,' - აღნიშნულ განცხადებას საინფორმაციო სააგენტო
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების სია ასეთია:
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებათა პროგრამას:
მიმდინარე წელს, ორ მაისს, 'ქუთაისობის' დღესასწაულზე, მუხრანის ტყეში ტრადიციად ქცეული იმერული კუთხისა და სამზარეულოს პრეზენტაცია

ამინდი