ქუთაისის მერია ქალაქში გარევაჭრობის აღკვეთის მეორე ეტაპს 21 აპრილიდან იწყებს
თარიღი : 19-04-2018, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

21 აპრილიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალებათ. ქუთაისის ცენტრალურ ნაწილებში გარევაჭრობის აღკვეთის მეორე ეტაპს ქალაქის მერია 21 აპრილიდან იწყებს.
მერიის ხედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეები უკვე გააფფრთხილეს. ადგილობრივი ხელისუფლება მათ სხვადასხვა ბაზრის ტერიტორიაზე ორი თვით, შეღავათიანი პირობებით შესვლას სთავაზობს.
"თუ გარემოვაჭრეები გაფრთხილებას არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება," - ამბობს ჯავახია.
ცნობისთვის, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ქალაქში გარევაჭრობის საკითხის დარეგულირების მიზნით, ხუთი ახალი თანამშრომელი ემატება.