Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულელი მეშახტეები პარლამენტისგან მათი შრომის უსაფრთხოების დაცვას ელიან

თარიღი : 19-04-2018, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა შრომის უსაფრთხოება იყო. მეშახტეებმა ირაკლი კობახიძეს საკუთარი პრობლემები გააცნეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რომლის განსახორციელებლად პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ელგუჯა გოცირიძე, კახა ოქრიაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტეებმა განაცხადეს, რომ მმართველი გუნდის წევრთა მხრიდან შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესრულებას დაელოდებიან, შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შესაძლოა აქციებს მიმართონ. შეგახსენებთ, რომ დასაქმებულები მძიმე მდგომარეობაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამმა მეშახტემ კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. უბედური შემთხვევის შემდეგ, ტყიბულელმა მეშახტეებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ტყიბულის მერს, ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავენ.მეშახტეები საწარმო პროცესის დროებით შეჩერებას, დამსაქმებელთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას და იმ პირების გათავისუფლებას ითხოვენ, ვინც საწარმოში არსებულ ვითარებაზეა პასუხისმგებელი.



ნანახია: 974-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეშახტეები საწარმო პროცესის დროებით შეჩერებას, დამსაქმებელთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას და იმ პირების გათავისუფლებას
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულმა მეშახტეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც მათი მოთხოვნები გააჟღერეს.
დაღუპული მეშახტეები 14 მაისს დაკრძალეს.
დაღუპულ მეშახტეებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდებოდათ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
აღნიშნულის შესახებ 'თავისუფალი საქართველოს' ლიდერმა ქუთაისში განაცხადა.

ამინდი