ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ხუთი ახალი თანამშრომელი ემატება
თარიღი : 18-04-2018, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურსა და სოციალურ საკითხთა სამსახურებში უფროსის მოადგილის ვაკანტური შტატები უქმდება.
როგორც მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, საფინანსო და სოციალურ საკითხთა სამსახურების უფროსებს თითო მოადგილე ჰყავთ, მეორე მოადგილის შტატი ორივე სამსახურში ვაკანტური იყო და ადგილობრივი ხელისუფლება კონკურსის გამოცხადებას გეგმავდა, თუმცა როგორც გიორგაძე ამბობს, გადაიფიქრეს.
„1500 ლარი იყო მოადგილეების ანაზღაურება. უქმდება ეს ვაკანტური შტატები. გადავწვყვიტეთ ზედამხედველობის სამსახური გავაძლიეროთ. ამისათვის სამსახურს 5 თანამშრომელი ემატება, რომელთა ანაზღაურება 700-700 ლარი იქნება. ახალი თანამშრომლები ქალაქში გარევაჭრობის საკითხის დარეგულირებაზე იმუშავებენ,“ - ამბობს ირაკლი გიორგაძე.