Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: მიმდინარე წლის ბოლოს ქუთაისს განახლებული თოჯინების თეატრი ექნება

თარიღი : 17-04-2018, 20:39 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან, ვიცე-მერთან და იმერეთის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის დასს შეხვდა. ქუთაისის მერმა და კულტურის მინისტრმა მიმდინარე წელს თეატრის სრული რეაბილიტაცია დააანონსეს.

თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, გამოიცვლება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო. შენობის რეაბილიტაციისას სრულად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. თეატრი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოყო.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რამდენიმე ათეული წელია თოჯინების თეატრს რეაბილიტაცია არ ჩატარებია თუმცა, მისივე თქმით მიმდინარე წლის ბოლოს ქუთაისს განახლებული თოჯინების თეატრი ექნება.

NS


ნანახია: 1757-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მხარდაჭერით, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული

ამინდი