Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენი ხელით დავანგრევთ ამ სადგურს',-ქუთაისში მოსახლეობა ბენზოგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებს და მისი დანგრევით იმუქრება

თარიღი : 16-04-2018, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას 12 ნომერში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ქალაქის ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ. ადგილობრივები მათ მეზობლად ბენზოგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. 70-მდე ოჯახმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვს, ხოლო მათი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, უკვე აშენებული სადგურის დანგრევით იმუქრება.

მოსახლეობის განცხადებით, ბენზოგასამართი სადგურის მშენებლობა ხეების გაჩეხვას და მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნას გამოიწვევს. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მშენებლობის შემთხვევაში მათ კორპუსიდან გასასვლელი აღარ რჩებათ. ბენზოგასამართი სადგურის ნაცვლად, მოსახლეობა ადგილზე სკვერის მშენებლობას ითხოვს.

"75 ბავშვი ცხოვრობს ამ კორპუსში და ჩვენ მათ ვერ მოვწამლავთ. ჩვენი ხელით დავანგრევთ ამ სადგურს," - აცხადებს მოსახლეობა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორია გასულ წლებში გასხვისდა, ხოლო მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებაში რაიმე სახის პროექტი არ შესულა.


ნანახია: 1975-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.
ხონში, ჭანტურიას ქუჩაზე მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ქუთაისში, ბუკიას 3 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარებს, რის გამოც ადგილობრივებს მშენებლობით გამოწვეული
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.
მსახიობი, რიგით მე-5 პრეზიდენტს სთხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით, უკან იყოს გაწვეული და
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაში ისეთი ცნობილი კურორტებია გაწევრიანებული, როგორიცაა: ვიში (საფრანგეთი) ბადენ ბადენი, ვისბადენი, ჰომბურგი
ტენდერში, რომელიც დღეს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 24 დეკემბერს იწყება და 26 დეკემბრის ჩათვლით სრულდება.

ამინდი