ორჯერ ჩავარდნილი ტენდერი-გადაიხურება თუ არა ქუთაისში, სოციალურად დაუცველთა სახლები?
თარიღი : 16-04-2018, 10:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სახლების გადახურვის მიზნით საპროტექტო დოკუმენტაციის შესასყიდად ქალაქის მერიამ ტენდერი მესამედ გამოაცხადა. ორჯერგ ამოცხადებული ტენდერით საპროექტო ორგანიზაციები არ დაინტერესდნენ.
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის განცხადებით, მათთვის უცნობია, რატომ არ მოხდა ორგანიზაციების დაინტერესება და არ მოსწონთ ორგანიზაციებს.
"სამუშაოს შესასრულებლად ტენდერის გამოცხადებამდე ჩვენ უნდა გვქონდეს საპროექტო დოკუმენტაცია. ეს არის მთავრობის მოთხოვნა და მთავრობამ მოთხოვნები გაართულა. იმედი გვაქვს, ამჯერად დაინტერესება იქნება და ტენდერი შედგება," - ამბობს არაბიძე.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სახლების გადახურვის პროგრამა ქუთაისში 2013 წლიდან მოქმედებს. მიმდინარე წელს მერია 60 სახლის გადახურვას გეგმავს. სამუშაოებისათვის 285 000 ლარია გათვალისწინებული.