Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი წლის ბოლოს გაიხსნება

თარიღი : 15-04-2018, 19:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის განახლება 2016 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება 2018 წლის ნოემბერში იგეგმება.

როგორც პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანია „დაგის“ტექნიკური დირექტორის მოადგილემ ოთარ ჩიკვაიძემ განაცხადა, პროექტში გარკვეული სახის ცვლილებები შევიდა, რაც თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოწყობას გულისხმობს.

„ჩვენ ძველი შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია-მშენებლობას ვახდენთ. ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, როგორიცაა შენობის კარკასი, ბლოკის მოწყობის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში სახურავის მოწყობას დავიწყებთ და დასრულება ნოემბერში მოხდება. სახანძრო უსაფთხოების დაცვის მიზნით, ჩვენს პროექტში ცვლილებები შევა. ამ მხრივ მუზეუმი შესაბამისად აღიჭურვება და უსაფრთხოების წესები მაქციმალურად დაცული იქნება“, - აღნიშნავს ჩიკვაიძე.

მისივე ინფორმაციით, პროექტში ცვლილებებმა შესაძლოა, საინვესტიციო ნაწილის გაზრდაც გამოიწვიოს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ მუზეუმის რეკონსტრუქციას, რისთვისაც ჯამში 7 105 864,42 ლარია გამოყოფილი. მას შემდეგ, რაც პროექტში ცვლილება შევა, დანახარჯი გაიზრდება. თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით თანხის ოდენობის თქმა გაგვიჭირდება. თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა დაგვჭირდება, რაც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოსაწყობად არის აუცილებელი,“ - განმარტავს „დაგის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე.

ვანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლიდან მიმდინარეობს და გარდა მუზეუმისა, ნაქალაქარის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას, მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, ასევე, მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვას ითვალისწინებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს.

როგორც ფონდში განაცხადეს, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, ჯამში 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან 7 მილიონზე მეტი მუზეუმისთვის არის გათვალისწინებული. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ამჟამად ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების (კარიბჭის, მოზაიკური ტაძრის, მრგვალი ტაძრის; სამლოცველოს ზედა ტერასის, ბავშვის სამარხის ზედა ტერასის) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შეკეთდება და განახლდება ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს. მოეწყობა საინფორმაციო სტენდები, დამონტაჟდება სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები. ასევე, მოხდება მუზეუმის ძველი შენობის დემონტაჟი და მის ადგილს ახალი, თანამედროვე სტანდარტების 4 სართულიანი შენობა დაიკავებს, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის. მოეწყობა ავტოპარკი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელს.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.

bpn.ge


ნანახია: 798-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის
პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ვანის მერიის ანგარიში საზოგადოებას.
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამინდი