Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

440 000 ლარის საწვავი და 340 000 ლარი ავტომანქანების შეკეთებაზე-ქუთაისის მერიის ავტოპარკის ხარჯები

თარიღი : 13-04-2018, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია მერიის ბალანსზე მყოფი ავტომობილების შენახვისათვის მიმდინარე წელს 800 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აკეთებს.

შუშანიას თქმით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ხელისუფლება ავტომობილების შეკეთებაზე 340 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნულ თანხაზე მერიამ მიმდინარე წლის 14 მარტს უკვე გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებულიც გამოავლინა. მისივე განცხადებით, ქუთაისის მერიამ 2018 წელს ასევე გეგმავს, ჯამში 440 00 ლარის საწვავის შეძენას გეგმავს.

"ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ქუთაისის მერიას სსწრაფოდ გააუქმოს აღნიშნული ტენდერი და მოახდინოს საკუთარი ავტოპარკის, მათ შორის ძვირადღირებული ჯიპების გაყიდვა, რაც ბიუჯეტს საშუალებას მისცემს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები და საკუთარი კომფორტის ნაცვლად, ის მოხმარდეს ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებას. "ნაციონალური მოძრაობა" ასევე მოუწოდებს ქუთაისის მერიას უარი თქვას თანამდებობის პირებზე ავტომანქანების პერსონალური მიმაგრების მავნე პრაქტიკაზე. მიგვაჩნია, რომ მერიის ფუნქციონირებისათვის სრულიად საკმარისი იქნება ჰიბრიდული სისტემის რამდენიმე მორიგე ავტომანქანა, რომელთა მიერ საწვავის მოხმარება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მერიას 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ემსახურება, მათ შორის 6 ერთეული მაღალი გამავლობის ჯიპი,"- ამბობს გიგა შუშანია.

ოპოზიციური პარტიის განცხადებასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება მიზანმიმართულად ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

"რეალურად ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებისთვის, 30 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადა რაც 30 000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ქუთაისის მერია მაქსიმალურად ცდილობს თანხების დაზოგვას და ამ თანხების მოსახლეობის საჭიროებებზე გადანაწილებას. რაც შეეხება 340 000 ლარს, ეს არის პრეისკურანტი ანუ მერიის ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილის ნაწილის ღირებულება და არა ხელშეკრულების თანხა. რაც შეეხება ახალი ავტომობილების შეძენას, ამის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ქუთაისის ბიუჯეტს და ამ კუთხით დამატებით ხარჯს ვერ გავწევთ,"-განაცხადეს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.


ნანახია: 1161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისს, რომლის საერთო ფართობი 70 კვ.კმ-ია, 70 ავტომანქანა ემსახურება. რაც შეეხება ხარჯებს, მათი ტექნიკური უზრუნველყოფისა და
დავით გოგისვანიძის თქმით, 175 ათასი ლარის გარდა ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანების შესაძენად, მათ მერიის ბალანსზე მქონე
ქუთაისის მერია 'ნაციონალური მოძრაობის' შეთავაზებას პასუხობს.
ოპოზიციის მტკიცებით, 20 ავტომობილის შესაკეთებლად მერია ჯამში 905 000 ლარს იხდის.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ სარალიძის თქმით, მიმდინარე წელს ქუთაისში დაგეგმილია 28
სულ მერიის ბალანსზე 27 მანქანაა, რომლის შეკეთება, მოვლა-პატრონობა და საწვავი შედის ამ თანხაში
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი