Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თარიღი : 9-04-2018, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში 9 აპრილის მემორიალს პატივი მიაგეს.

9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, ჩოხოსნები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელებით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდა. დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანების ხსოვნას,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.


ნანახია: 1521-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ, იოსებ ხახალეიშვილმა და
9 აპრილის პარკში, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და გამგეობის თანამშრომლებმა
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის
საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება. აპრილი ჩვენს

ამინდი