Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ერთი თვით დაიგვიანა

თარიღი : 23-08-2013, 13:17 | კატეგორია: სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისში, წყლის სისტემის რეაბილიტაციის ახალი პროექტის ფარგლებში სამუშაოების დაწყების თარიღმა გადაიწია. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს პირველი რიცხვებიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამჟამად მის განხორციელებას მომდევნო თვიდან ელოდებიან. აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება 26 მილიონ 422 935 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, წყლის კომპანიასა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შორის ქუთაისში, ივლისის დასაწყისში გაფორმდა. იმ დროს სამუშაოების დაწყების თარიღად ქუთაისის მაჟორიტარმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა აგვისტოს დასაწყისი დაასახელეს. წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის- ცენტრის დირექტორი მიშა თათარაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც პროექტის დაწყების ვადის ცვლილება გამოიწვია. თათარაძის თქმით, საერთაშორისო კონტრაქტის მიხედვით, კონტრაქტორმა უნდა განიხილოს პროექტის საბოლოო ვარიანტი. „ამჟამად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „კობრას“ ინჟინრები საქართველოში არიან და მიმდინარეობს განხილვა. საერთაშორისო კონტრაქტის შესაბამისად, სამუშაობის დასაწყებად საჭიროა კონტრაქტორმა წარმოადგინოს საბანკო გარანტია და ჩაერიცხოს ავანსი. უცხოურმა კომპანიამ, გარანტია უკვე მოიტანა და თანხაც რამდენიმე დღეში ჩაერიცხება. ინჟინრების მობილიზაცია დაწყებულია, სექტემბერში კი ტექნიკის მობილიზება დაიწყება, რასაც სამშენებლო სამუშაოებიც მოჰყვება,“ - ამბობს თათარაძე. პროექტი ქუთაისში, ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე არსებული რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას, თეთრამიწის რეზერვუარისა და კლდიაშვილის ქუჩაზე სატუმბი სადგურის, ასევე, ტელეანძასთან რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს. როგორც მიშა თათარაძე ამბობს, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, მაღალსართულიან კორპუსებში 40 000 კერძო აბონენტის გამრიცხველიანება. „პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მოსახლეობის 78% წყალმომარაგების 24 საათიან რეჟიმზე, ხოლო მოსახლეობის 22% ყოველდღიურ, 12-16 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა,“ - ამბობს მიშა თათარაძე.


ნანახია: 2523-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დოკუმენტს ხელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და SMK Ulusal Insaat-ის
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პირველადი ხელშეკრულებით პროექტის დასრულება მიმდინარე წლის მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია.
პირველ ეტაპზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია 37 ქუჩაზე დაიწყო. აქედან, უმეტეს მათგანზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

ამინდი