Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიას და საკრებულოს ახალი ნომრები აქვთ

თარიღი : 6-04-2018, 16:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასა და ქალაქის საკრებულოსთან დაკავშირება მოქალაქეებს ახალი სატელფონო ნომრების საშუალებით შეუძლიათ. მერიისა და საკრებულოსთან დასაკავშირებლად მოქალაქეებს სტანდარტული ნომრების ( 0431 310 600; 0431 310 620) გარდა, ახალი, მოკლე ნომრების გამოყენებაც შეუძლიათ. კერძოდ: მერია-1300, საკრებულო-1301.

ახალი ნომრები ქალაქის მერიას შპს "დატაკომმა" მიანიჭა. მიმდინარე წელს, ქუთაისის მერიის მიერ სატელეფონო და ინტერნეტმომსახურებაზე პასუხისმგებელი კომპანიის შერჩევის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია "დატაკომმა" გაიმარჯვა.

"თვითმმართველი ორგანოებისათვის მთავრობის დადგენილებით გამოყოფილია მოკლე ნომრები, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნული მოკლე ნომრების რეალიზაცია პირველად მოახდინა კომპანია "დატაკომმა" ქუთაისის მერიისა და საკრებულოსათვის. ქუთაისის ფიქსირებული ქსელიდან მოქალაქეებს მერიასთან და საკრებულოსთან დაკავშირება მარტივად შეუძლიათ მოკლე ნომრებით: 1300 და 1301. ქუთაისის ზონაში მყოფი მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებას აღნიშნული მოკლე ნომრებით მობილური ტელეფონებიდანაც შეძლებენ,"-ამბობს შპს "დატაკომი"-ს დირექტორი ავთანდილ ლომინაძე.


ნანახია: 1606-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერის მოადგილის თქმით, საიტის საშუალებით მოქალაქეებს ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირება და მათი პრობლემების შესახებ
მიმდინარე წელს მერიის სატელეფონო კავშირს კომპანია 'დატაკომი' უზრუნველყოფს.
იზორიას თქმით, ახალი სანომრე ნიშნები ევროპული სტანდარტის არის.
ქუთაისის მერის განცხადებით, ახალი მისაღებისათვის კადრები გადამზადდა და შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდათ.
მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის უფასო სკრინინგისთვის ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში მობილური ამბულატორიები
საქართველოს მთავრობამ მოქალაქეთა ინფორმირება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დაიწყო.

ამინდი