Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, შვილიშვილის მიერ საკუთარი სახლიდან გამოსახლებული ბებია და მამიდა ღამეს პოლიციის განყოფილებაში ათევს

თარიღი : 6-04-2018, 13:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საკუთარი სახლიდან, პოლიციის მიერ გამოსახლებული დედა-შვილი ღამეს პოლიციის განყოფილებაში ათევს.

მანანა და ჟენია ლაგვილავები ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებული სახლიდან 5 აპრილს გამოასახლეს. გამოსახლების პროცესში ქალაქის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

"ოჯახის წევრებს შორის მიმდინარეობს დავა. ბებიას და მამიდას სახლიდან ასახლებს შვილიშვილი. სახლი თავის დროზე ბებიამ და მამიდამ შეიძინეს, საზღვარგარეთ მუშაობდნენ, ფული დააგროვეს და სახლი იყიდეს იმისთვის, რომ ოჯახს ერთად ეცხოვრა. ისე მოხდა, რომ სახლი რძალმა მის შვილს, ოჯახის შვილიშვილს გადაუფორმა, შვილიშვილმა კი ბებიის და მამიდის სახლიდან გაშვება მოინდომა. სახლის მეპატრონე შვილიშვილს- ანა ლაგვილავასა და მანანა და ჟენია ლაგვილავებს შორის სასამართლოში მიმდინარეობს ორი სამოქალაქო სამართალწარმოება. პირველი სამართალწარმოება შეეხება გამოსახლების პროცესს, ხოლო მეორე- საკუთრების თანამესაკუთრედ ცნობას.

გუშინ დედა-შვილმა საპატრულო პოლიცია გამოპიძახა, რადგან რძალი მათ სახლში არ უშვებდა. საპატრულოსთან ერთად, ადგილზე გამოცხადდნენ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც, როგორც ჩვენ განგვიმარტეს, პროკურორ დარიკო ვადაჭკორიასაგან მიიღეს მითითება, რომ სასწრაფო წესით შესულიყვნენ იმ ბინაში, რომელშიც მანან და ჟენია ლაგვილავებს არ უშვებდნენ და მათი ნივთები გამოეტანათ, რაც მოიყვანეს კიდეც სისრულეში. ამ ფაქტობრივი გარემოების სისრულეში მოყვანა მოხდა უკვე 06 აპრილს, დაახლოებით ღამის 1 საათზე.

აქვე მოგახსენებთ, რომ სასამართლოში მიმდინარე არც ერთ საკითხზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დღემდე არ არსებობს, ესეიგი, სამართალწარმოება გრძელდება.

გაცნობებთ, რომ მანანა ლაგვილავა არის 40 წლის, ის არის იეჰოვას მოწამე და ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს მის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებას. რაც შეეხება მის დედას - ჟენია ლაგვილავას, იგი არის 79 წლის, დიაბეტიანი, რამდენჯერმე ინსულტგადატანილი პიროვნება, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, ვერ მეტყველებს გარკვევით და უჭირს წერაც. ამას ემატება ისიც, რომ ახლოვდება აღდგომის დღე და ჯენია ლაგვილავასა და მანანა ლაგვილავას თავშესაფარი დღემდე ქუთაისის პოლიციის მე-3 განყოფილების ერთი ოთახია, რომელშიც გაათიეს ღამე. აქვე მოგახსენებთ, რომ მანანა და ჟენია ლაგვილავები იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას მიეცა მითითება ჩვენი მხრიდან, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ მათი გამოსახლების, უფრო მეტიც, მათ ეს უფლება კანონით ჩამორთმეული აქვთ, ისინი ყოვლად უკანონოდ განაგრძობდნენ ამ პროცესს და მოიყვენს კიდეს სისრულეში ყოველივე ეს," - ამბობს იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი ლევან ჭელიძე, რომელიც დედა-შვილის უფლებებს იცავს.

მომხდართან დაკავშირებით იურისტი შსს-ს გენერალურ ინსპექციას, შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, სახალხო დამცველს, პრემიერის აპარატსა და დევნილთა სამინისტროს მიმართავს. ლევან ჭელიძე გამოზიების დაწყებას და ბრალდებული პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.


ნანახია: 7302-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, რძლის მიერ საკუთარი სახლიდან გამოშვებული დედა-შვილი თავს საავადმყოფოს შენობას აფარებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ოჯახურ დავას განიხილავს. საქმე ოჯახის წევრებს შორის ქონებასთან დაკავშირებულ დავას ეხება.
ოჯახის წევრების გამოსახლების მსურველი ბებია კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ის ოჯახის წევრებს ვერ
საუბარია, ქუთაისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლზე.

ამინდი