"ქუთაისის ხელმძღვანელობის მოვალეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა და არა პოლიტიკური ინტრიგნების ხლართვა"
თარიღი : 14-01-2014, 14:02 | კატეგორია: სხვადასხვა

"უკვე მერამდენე ზამთარი და თოვლია, რომ ქუთაისი მოუმზადებელი ხვდება. მეზარება უკვე მერამდენედ იმის შეხსენება თვითმმართველობის წარმომადგენლობისთვის, რომ მათი მოვალეობაა ქალაქში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და არა პოლიტიკური ინტრიგნების ხლართვა," - ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ზვიად წაქაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
წაქაძის თქმით, ყოველგვარ ზღვარს გადასული ადმინისტრაციული ხარჯებით გზების მოწესრიგება და უსახლკარო ადამიანების დაბინავება იქნებოდა შესაძლებელი.
წაქაძის თქმით, ყოველგვარ ზღვარს გადასული ადმინისტრაციული ხარჯებით გზების მოწესრიგება და უსახლკარო ადამიანების დაბინავება იქნებოდა შესაძლებელი.