სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მერის მოადგილე დააკავა
თარიღი : 4-04-2018, 10:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 ათასი კვ.მ 2 მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 ათასი ლარის გადახდა.
2018 წლის 3 აპრილს ირაკლი ს-მ ზემოხსენებულ მეწარმეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 ათასი ლარი, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით),რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.