ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე:ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღირსეულად შეხვდეს
თარიღი : 3-04-2018, 18:57 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნანა მელაძეს და ორ მრავალშვილიან ოჯახს სააღდგომო ნობათი სახლში პირადად მიუტანა.
"რადგან ქალბატონ ნანას გადაადგილების პრობლემა აქვს, მისი კუთვნილი ნობათი, რომელიც თვითმმართველობამ სააღდგომოდ გამოყო, სახლში მივუტანეთ. ასევე ნობათი დღეს ორ მრავალშვილიან ოჯახს გადავეცით.
წელს საერთო ჯამში სააღდგომო ნობათი 2 500-მდე ოჯახმა მიიღო, მათ შორის ნობათი შეხვდათ როგორც სოციალურად დაუცველებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს. ადამიანებს, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მათი კუთვნილი ნობათი სახლში პირადად მიუტანეს. ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღირსეულად შეხვდეს,"- აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ.
NS