Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება

თარიღი : 2-04-2018, 22:46 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება.
ქუთაისის მერი ქალაქში მოღვაწე არქიტექტორებს შეხვდა, რომელთაც უკვე წლებია შექმნილი აქვთ რიონისპირა სახლების მშენებლობა-რესტავრაციის პროექტი თუმცა, ამ დრომდე მისით არავინ დაინტერესებულა.
ქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელია ქუთაისში ისტორიულ უბანს და შენობა-ნაგებობს სათანადო ყურადღება მიექცეს, აღდგეს და განახლდეს იმისთვის, რომ ქალაქმა ისტორიული იერსახე შეინარჩუნოს.
აღნიშნულ თემაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან. ასევე რამდენიმე დღეში იგეგმება პროექტის პრეზენტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომლის დასრულების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

"ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისში, რიონისპირა სახლებში მცხოვრებლები წლებია ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება


ნანახია: 1697-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ საკითხზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, არქიტექტორებთან შეხვედრისას
ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
მურღულიას თქმით, თბილისი-ზესტაფონი-სამტრედიიის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ნიკეას ტერიტორია ქალაქის მთავარი
მათი განცხადებით, დაუშვებელია რუსთაველის და წითელ ხიდებს შორის, ქალაქის ისტორიულ ნაწლში სასტუმროს მშენებლობა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, აუცილებელია დაპირებული დაა დაანონსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების
ოპოზიცია ქუთაისში ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი