Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ორი სოფლის მოსახლეობამ გზის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გამართა

თარიღი : 2-04-2018, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში სოფლების- შუქრუთის და ითხვისის მაცხოვრებლებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს.

ერთ კვირაზე მეტია, აღნიშნული სოფლების მოსახლეობას პროტესტის ნიშნად გადაკეტილი აქვს ზემოთაღნიშნული სოფლებისა და დასახლებებისკენ მიმავალი გზა. ადგილობრივები შპს "ჯორჯიან მანგანეზი“-ს კუთვნილი მაღაროებიდან გამამდიდრებელი ფაბრიკისა და ბუნკერებისკენ მოძრავი მძიმეწონიანი ავტოტექნიკის მიერ განადგურებული გზის შეკეთებას ითხოვენ, რომლის მთლიანი სიგრძე არ აღემატება 5-6 კილომეტრს და რომლის შესახებ დაპირებაც თავის დროზე წინასაარჩევნოდ რაიონის გამგებელმა გააკეთა.

ავტოტექნიკამ დააზიანა გზაზე არსებული ქვაფენილი და ბეტონის ჩანართები, რის გამოც დარიან ამინდში დიდი რაოდენობით მტვერია, ხოლო ნალექის შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება თითქმის შეუძლებელი ხდება. ნალექის დროს ასევე შეუძლებელი ხდება გადაადგილება ფეხით მოსიარულეებისთვისაც, რადგან მძიმეწონიანი ავტოტექნიკა გზას ატალახებს და ტოვებს ღრმა ნაკვალევს.

გუშინ, 1-ელ აპრილს, აქციის მონაწილეებთან ჭიათურის გამგებელი, მოადგილე და მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ, რომელთა განცხადებითაც გზის შეკეთების პროექტი მომზადდება და დაიწყება შეკეთება, თუმცა ამ საქმისთვის რაიონის ბიუჯეტში თანხა მხოლოდ 400 000 ლარია, რომელიც ეყოფა რამდენიმე ასეული მეტრის შეკეთებას, მათი თქმით ჭიათურის ბიუჯეტს მეტი ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კომპანიის საქმიანობის შედეგად დაზიანებული გზის გამო მათ ეზღუდებათ საკუთარი სახლ-კარითა და მიწის ნაკვეთებით სარგებლობის შესაძლებლობა, ასევე იზღუდება მათი სოფლიდან ქალაქში გადაადგილება, შესაბამისად სანამ არ იქნება გზის სრულად შეკეთების შესახებ დაპირება, გზის გახსნას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს "ჯორჯიან მანგანეზში" პასუხობენ. კომპანიის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, კომპანია შეხვდა მოსახლეობას და ესაუბრა პრობლემებზე.

"როგორც მე მაქვს ინფორმაცია, თავიდან საუბარი იყო გზის გარკვეულ მონაკვეთზე, რაზეც მიღწეული იყო შეთანხმება. რაღაც ნაწილს გააკეთებდა "ჯორჯიან მანგანეზი, იმ ნაწილს რომლის მორწყვა და გასუფთავება ახლაც ხდება. რაც შეეხება გზის დაგებას, თვითმმართველობასთან ერთად უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ. გზის დაგება არ არის ჩვენი პროფილი. ჩვენ შეგვაქვს თანხა ბიუჯეტში. ვფიქრობ, მოუგვარებელი და გადაუწყვეტელი პრობლემა ეს არ არის და არ უნდა გახდეს აჟიოტაჟის მიზეზი," -ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.


ნანახია: 1089-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში, ოთხი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები მათ სოფლებში გზის არარსებობას აპროტესტებენ.
მელუშეეთის, ჯოლხეეთის, ღვითორის და ვაჭევის მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს.
აღნიშნული გზის შეკეთებას,რომელიც 8 სოფლის მოსახლეობას ემსახურება, ჭიათურაში ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი მანამ არ დაიშლებიან, სანამ საკითხი არ მოგვარდება.
ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების უკმაყოფილება უგზობამ გამოიწვია.

ამინდი