Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საირმეში შენობის დემონტაჟს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თარიღი : 2-04-2018, 00:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამართალდამცავები ბაღდათის მუნიციპალიტეტის კურორტ საირმეში 34 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს იძიებენ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი საირმეში, ერთ-ერთი შენობის დემონტაჟზე მუშაობდა. სამუშაოს შესრულების დროს ე.წ. სინკარი ჩამოვარდა, ჩამოვარდნილ მასას მამაკაციც ჩაყვა, რა დროსაც მას მეორე სინკარი დაეცა. შემთხვევის ადგილიდან გამოსვლა მამაკაცმა თავად შეძლო და დახმარება ითხოვა, თუმცა სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილას შრომის უსაფრთხოების ინსპექტორები იმყოფებოდნენ. მომხდარს გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის მუხლით სწავლობს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ნანახია: 984-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას
გარდაცვლილებიდან ერთი 25 წლის, ხოლო მეორე 60 წლის მამაკაცია.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხვევის დროს სახლში ოჯახის უფროსი და სტუმარი მამაკაცი იმყოფებოდნენ.

ამინდი