Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 'ტორპედო'-ს გულშემატკივრებს პოლიცია თბილისში, საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად არ უშვებს

თარიღი : 1-04-2018, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს გულშემატკივრებს თბილისში, "ტორპედო"-სა და "დინამო"-ს საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად არ უშვებენ. ხმაური და დაპირისპირება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამ წუთებშიც გრძელდება.

ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრების თქმით, საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერების მიკროავტობუსები გორში, სამართალდამცველებმა გააჩერეს და გზის გაგრძელების უფლებას არ აძელევენ.

ქუთაისელმა გულშემატკივარი ამბობს, რომ მათი შეფერხება შეგნებულად ხდება, რადგან მათ თბილისის "დინამოს" და ქუთაისის "ტორპედოს" თამაშზე დააგვიანდეთ. გულშემატკივარს პროტესტის ნიშნად ავტომაგისტრალი აქვს გადაკეტილი.

"როგორც მოგეხსენებათ, დღეს ქართული დერბია-"დინამო-ტორპედო". "ტორპედო"-ს ფანები გორში გააჩარეს მენტებმა და სამწუხაროდ, დღეს შეიძლება ფანების გარეშე მოგვიწიოს თამაში. ეს ყველაფერი არის ლევან კობიაშვილის და რომან ფიფიას დაგეგმილი პროვოკაცია,"-ნათქვამია საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ მომხდარს მოიკვლევენ.

თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" თამაში 16:00 საათზე არის ჩანიშნული.


ნანახია: 3363-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრა ანგარიშით 1:2 დასრულდა.
ქუთაისის გივი კილაძის სახელობის ტორპედოს მოედანზე საფეხბურთო მატჩის დროს შუქი გაითიშა.
ორი გუნდი ერთმანეთს საქართველოს 29-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის პირველ ჯგუფურ სტადიაში ხვდება.
ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 'ტორპედო' თბილისის 'დინამო'-ს დაუპირისპირდა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ტორპედოს ქალაქის მერია დააფინანსებს.

ამინდი