ქუთაისის აეროპორტში ვროცლავი-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდა
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტში ვროცლავი-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდა

თარიღი : 31-03-2018, 16:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა, ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა.

რეისის 167 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. 2018 წელს პირველი ახალი მიმართულება - რიგა-ქუთაისი, 25 მარტს შესრულდა.


,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს. ,,ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 8 ახალი მიმართულება დაემატა. პირველი რეისი ქუთაისში ერთი კვირის წინ უკვე შესრულდა. დღეს კი მეორე რეისი, ულამაზესი ვროცლავის მიმართულება დაემატა. ეს არის რიგით მესამე ქალაქი პოლონეთის მიმართულებით, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა. მაისიდან ამ მიმართულებებს ევროპის ყველაზე მოთხოვნადი ქალაქებიც დაემატება, ძირითადად ევროპის ქვეყნების დედაქალაქები. სასიხარულოა, რომ ბილეთები დაანონსებისთანავე, ოქტომბერშივე თითქმის სულ გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა ამ მიმართულებებზე მართლაც დიდია და ასევე, გაზრდილია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ,-‘’ განაცხადა ქეთი ალექსიძემ.


17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეგურალურ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.


ნანახია: 3332-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეისის 172 მგზავრიდან უმეტესობა ლატვიელები იყვნენ. პირველი მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.
რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.
რეგულარული რეისები ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა ბუქარესტის და ვენის მიმართულებით შესრულდება.
2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 380 172 მგზავრს მოემსახურა.
აეროპორტში ხმაურის და შეფერხებების მიზეზი უამინდობა გახდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ხუთი ახალი მიმართულება დაემატა.
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

ამინდი