Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯარიმეს

თარიღი : 31-03-2018, 14:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯარიმა. უმაღლეს სასწავლებელს ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა დაეკისრა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს დაევალა, განსაზღვროს სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესი და პროცედურა. გატარებული ღონისძიებების შესახებ კი, ადმინისტრაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა აცნობოს.

„შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 2018 წლის 10 იანვარს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე რამდენიმე საათით საჯაროდ განთავსდა უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების სია. აღნიშნული სია მოიცავდა 150-მდე სტუდენტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ჯგუფის ნომერს, ფინანსური დავალიანების არსებობის და სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას. უნივერსიტეტმა ვერ მიუთითა და არც შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა მონაცემთა გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ ჯარიმა სამართლიანია, რადგან უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა ვერ უზრუნველყო.

ცნობისთვის, უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ განთავსდა 150 მე-3 და მე-4 კურსელის სია, რომელთან ფინანსური დავალიანება ქონდათ, რის გამოც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ. სტუდენტების სახელებისა და გვარების გარდა, დაფაზე მითითებული იყო მათი პირადი ნომრებიც.


ნანახია: 2682-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი' მოქალაქეებს აფრთხილებს.
უნივერსიტეტში ამჟამინდელი მონაცემებით 10 000-მდე სტუდენტი სწავლობს, თუმცა მათგან 2753 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორისაა როგორც აქტიური, ასევე
სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.
სასწავლებლის რექტორი გიორგი ღავთაძე განმარტავს, რომ სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერების საფუძველი სწავლის ქირის გადაუხდელობის
საჯარო ლექცია ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული.

ამინდი