თერჯოლის სოფლებში გზების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
თარიღი : 30-03-2018, 10:12 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზედა სიმონეთსა და ბარდუბანში იმყოფებოდა, სადაც შიდა საუბნო გზებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო. გრეიდერით გზების მოსწორება და ინერტული მასალის შეტანა ისევე, როგორც ზემოთ აღნიშნულ სოფლებში, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.
შიდა საუბნო გზების შეკეთებას ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკის საშუალებით ახორციელებს.
NS
შიდა საუბნო გზების შეკეთებას ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკის საშუალებით ახორციელებს.
NS