Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მაღაროელი ღირსეული შრომისთვის,'-ჭიათურაში მაღაროელებმა აქცია გამართეს

თარიღი : 29-03-2018, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი", "მაღაროელი ღირსეული შრომისთვის", - ამ ლოზუნგებით ჭიათურაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კულტურის სახლიდან მსვლელობით და შეძახილებით "სოლიდარობა მუშებს" "ჯორჯიან მანგანეზი"-ს ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციაში მონაწილე მაღაროელთა მთავარ მოთხოვნას სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასების გაზრდა და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება წარმოადგენს. მათივე განცხადებით, კოლექტიური შეთანხმების დოკუმენტში სხვადასხვა სოციალური შეღავათი, ასევე, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება უნდა იყო ასახული.

დღესვე, მაღაროთა მფლობელ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზსა" და მაღაროელებს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა სპეციალური მმართველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შეხვედრა გადაიდო. "ჯორჯიან მანგანეზი"-ს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება და მოლაპარაკებები გაგრძელდება.


ნანახია: 982-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები შრომის ღირსეულ ანაზღაურებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.
საპროტესტო აქციაზე, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება, მაღაროელთა მხარდასაჭერად კერძო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და

ამინდი