ქუთაისში სააღდგომო ნობათს 2 500 ადამიანი მიიღებს

მიმდინარე წელს ქუთაისში სააღდგომოდ ნობათს 2 500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს,- ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინი თვალთვაძემ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
„წელს განხორციელდა ცვლილება სააღდგომო ნობათების შეძენის წესში. თუ მანამდე სააღდგომო ნობათების შეძენა ხდებოდა მხოლოდ სოციალური სამსახურის ბიუჯეტის ფარგლებში, წელს სამ სეგმენტად დაიყო სააღდგომო ნობათების მიმღები პირები. ესენი არიან სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და მათთვის ნობათების შეძენა მოხდა სოციალური სამსახურის ბიუჯეტით. "მადლიერების სახლის" ბენეფიციარებისათვის ნობათებს მადლიერების სახლი იძენს. მადლიერების სახლმა თავად გამოაცხადა ტენდერი ნობათებთან დაკავშირებთ. ასევე, წარმომადგენლობითი ხარჯით მოხდება იმ ორგანიზაციებისთვის ნობათების გადაცემა, რომელთაც ნობათებს სააღდგომოდ ყოველთვის ვაძლევდით. ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები," -ამბობს ნინო თვალთვაძე.
ცნობისთვის, სააღდგომო ნობათის შემადგენლობაში პასქა, ათი კვერცხი, ტკბილეული, ერთი ლიტრი ზეთი, ერთი კილოგრამი ფქვილი, შაქარი, ქათამი და შედედებული რძე შდის.