ჭიათურაში წამებით მოკლული ტაქსის მძღოლის საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლოში გაიმართა
თარიღი : 13-01-2014, 17:43 | კატეგორია: სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჭიათურაში წამებით მოკლული ტაქსის მძღოლის ამირან თაბაგარის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
პროკურორ დავით სიმონიას თქმით, ტყუპმა ძმებმა და მათ მეგობარმა ტაქსის მძღოლი წამებით მოკლეს და მათ 16-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ.
“ექვსი-შვიდი მუხლით ედავება პროკურატურა ბრალდებულებს, რომლებსაც თავისუფლება მინიმუმ 20 წლით უნდა აღეკვეთოთ. ძმებმა და მისმა მეგობარმა მოტყუებით წაიყვანეს ამირან თაბაგარი კაცხის ტყეში, აწამეს და ამის შემდეგ ტყეში დატოვებული ცხედარი ტურისტებმა იპოვეს. ბრალდებულებმა ყველაფერ ამის გამო პასუხი უნდა აგონ”, - განაცხადა პროკურორმა. ბრალდებულების ადვოკატის ნოდარ ნემსიწვერიძის განცხადებით, ბრალდებულებიდან მხოლოდ ერთი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მისი ძმა და მისი მეგობარი ჩადენილ დანაშაულთან შეხებაში არიან. ცნობისთვის, აღნიშნული მკვლელობა ჭიათურაში გასული წლის 13 აგვისტოს მოხდა.