Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია: ქალაქში ყველა შუქნიშანი სრულად გამართულად მუშაობს

თარიღი : 29-03-2018, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა" ქუთაისში, ნიკეა-ლომოურის კვეთაზე არსებული ძველი ტიპის შუქნიშნის დიოდური ნათურით ჩანაცვლების სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. აღნიშნულ შუქნიშანში ძველი ე.წ. ვარვარების ტიპის ნათურები დიოდური ნათურებით ჩანაცვლდება.

"მიმდინარე წლის 28 მარტს შესყიდვის საფუძველზე მოხდა მასალის მიღება და საპატრულოსთან შეთანხმებით, დღეს დილის 7 საათიდან, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაიწყო სამუშაოების წარმოება. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამოსამუშაოები დროებით შეჩერება. ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისის" შუქნიშნების განყოფილება ამ ეტაპზე აწარმოებს სამუშაოებს და რამდენიმე საათში შუქნიშნის მუშაობა სრულად აღდგება.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქალაქის მასშტაბით შუქნიშნები გაუმართავი და მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება სიმართლეს. თუ შუქნიშნები ითიშება, ეს ელექტროენერგიის შეზღუდვითაა გამოწვეული და არა მათი გაუმართაობით. ამ ეტაპზე ქალაქში ყველა შუქნიშანი სრულად გამართულად მუშაობს," -ნათქვამია ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

NS


ნანახია: 1673-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაუმართავი შუქნიშნები ქუთაისში.
გარდა ამისა, ხდება ძველი შუქნიშნების დემონტაჟი.
ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის ფასადის განათება შიგა კომუნიკაციის დაზიანების გამო იყო გათიშული.
ააიპი ამ ეტაპზე ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული.

ამინდი