აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ვანს 9 ერთეული ტექნიკა გადაეცემა
თარიღი : 28-03-2018, 15:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
საკოორდინაციო შტაბში მერის წარმომადგენლებმა ადგილზე მობილიზებული სპეცტექნიკა დაათვალიერეს, რომლებიც რეგიონებში გადანაწილდება. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება სახელმწიფომ უკვე აქტიურად დაიწყო. წელს 150 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა არის მობილიზებული, მათგან ვანის მუნიციპალიტეტს 9 ერთეული ტექნიკა მოემსახურება. საველე ღონისძიებები მონიტორინგის შესაბამისად ჩატარდება.
როგორც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ შეხვედრისას განაცხადა, სპეციალური ტექნიკა სამუშაოებს აწარმოებს როგორც სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, ასევე საკარმიდამო ნაკვეთებზე.
"მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მობილიზებული დიდი რესურსისა, მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება მავნებლის სრული განადგურება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინფორმირება ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური საშუალებების შესახებ. დასავლეთ საქართველოში უკვე დაწყებულია ფაროსანას დამჭერი საშუალებების ე.წ. ფერომონების განთავსება, არსებობს ინტერაქტიული რუკა, სადაც აისახება მონაცემები მავნებლის გავრცელების შესახებ. სოფლის მოსახლეობას წინა დღით ეცნობება შეწამვლითი სამუშაოების დაწყების ზუსტი დრო, რათა მიღებული იქნას შესაბამისი ზომები," - ამბობს ლაშა შალამბერიძე.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება აპრილის თვის ბოლოდან დაიწყება.
NS