Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში მცხოვრები: ჩემი შვილი ბაჩო ახალაიამ ჩაცხრილა

თარიღი : 13-01-2014, 17:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში მცხოვრები გარდაცვლილი შოთა გორგაძეს ოჯახის წევრები topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ შოთა გორგაძე ბაჩო ახალაიამ და სპეცრაზმმა იარაღით ჩაცხრილა.
გარდაცვლილი პატიმრის დედის ნარგიზი გორგაძის თქმით, როგორც თვითმხილველები ეუბნებიან, სპეცრაზმის წევრებმა ცხრა ტყვია ესროლეს, საკონტროლო, მეათე გასროლა კი, თავად დათა ახალაიამ გაისროლა.
”თვითმხილველები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი იხვეწებოდა ნუ დამხვრიტავთ პატარა ბავშვი მყავსო, თუმცა ესეც არ გაითვალისწინეს და ტყვიები დაუშინეს. ცხრა ტყვიის შემდეგ როგორ შეიძლებოდა, რომ გადარჩენილიყო, თუმცა იმდენად სასტიკები იყვნენ, მეათე ტყვია დათა ახალაიამ მაინც ესროლა”, - განაცხადა ნარგიზი გორგაძემ.
გარდაცვლილის ძმის გია გორგაძის თქმით, ციხეში ექვსი დღის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ სცემდნენ, რომ ბაჩო ახალაიასთვის სასურველი ჩვენება ეღიარებინა.
”ჩემი ძმას იარაღი ხელშიც კი არ ჰქონდა არასდროს აღებული და საერთოდ არ უყვარდა იარაღთან ურთიერთობა. ექვსი დღის განმავლობაში ციხეში გამეტებით მცემდნენ და მეუბნებოდნენ მეთქვა ის, რა სცენარიც ახალაიას თავად ჰქონდა დაწერილი”, - აცხადებს გია გორგაძე.
პროკურატურა 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ტერიტორიაზე სამი ახალგაზრდის ლიკვიდაციის საქმეს იძიებს.
პროკურატურის ცნობით, „ნავთლუღის“ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია, რასაც სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, კუდ-ის მიერ მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა და ჩატარდა.

გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრები წამების ფაქტზე პასუხისმგებლობაში მიცენენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი ბაჩო ახალაია და თბილისის Nმე-7 საპყრობილის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა.


ნანახია: 1213-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატიმრების ახლობლები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.
გარდაცვლილი პატიმრის დედის თქმით, მის შვილს ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებს აძლევდნენ, მაშინ როდესაც ის ციხეში სრულიად ჯანმრთელი
"თითქმის დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი საპყრობილეში არ მოუკლავთ",-ამის შესახებ ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი არასრულწლოვნის
გოქაძის თქმით, აღნიშნული პლაკატი საკრებულოს დარბაზში მანამ იქნება, ვიდრე ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეში
როგორც topnews.com.ge-ს სვეტლანა ახალაიამ განუცხადა, ის 2007 წელს წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.
თავაძის თქმით, მას სამართალდამცავები აიძულებდნენ, იმ ნარკოტიკული საშუალების ფლობა ეღიარებინა, რომელიც როგორც განმარტავს,
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი