ქუთაისში პატრული სამხრე ვიდეოკამერით ივლის
თარიღი : 23-08-2013, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთის საპატრულო პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა--ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის საპატრულო პოლიციას „შკოდას“ მარკის 25 ახალი ავტომანქანა გადაეცა. პატრულ-ინსპექტორებმა ასევე, სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმებიც მიიღეს. რებრენდინგის პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. იმერეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის დავით ჭანტურიას განცხადებით, რებრენდინგის პროცესი პატრულის თანამშრომლებს მეტ მოტივაციას მისცემს და მოქალაქეების მომსახურებას ეფექტურს გახდის. რებრენდინგის შედეგად ქუთაისს უკვე 14 საპატრულო მანქანა მოემსახურება, ხოლო საპატრულო ეკიპაჟები ხონისა და წყალტუბოს მიმართულებითაც ივლიან. ცნობისთვის, შინაგან საქმეტა სამინისტრომ პოლიციის რებრენდინგი თბილისსა და საქართველოს ოთხ რეგიონში განახორციელა.