აფეთქება ჭიათურის მაღაროში- დაღუპულია მუშა

უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურის შუქრუთის მაღაროში.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს ინფორმაციით, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. როგორც მაღაროელები ამბობენ მაღაროს ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა.
მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.