Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიკოთის უღელტეხილზე მაშველები ბუნებრივი აირით დატვირთულ, ცეცხლწაკიდებულ ავტომობილთან მისვლას ვერ ახერხებენ

თარიღი : 23-03-2018, 21:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რომელსაც 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხევში გზის სავალ ნაწილზე მოძრავ ბუნებრივი აირით დატვირთულ სატვირთო ავტომანანას ცეცხლი დაახლოებით 18 საათზე გაუჩნდა. ამ დროისთვის გარდაცვლილის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მაშველები ვერც ცეცხლმოდებულ ავტომობილს უახლოვდებიან, რადგან როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე ამბობს, არსებობს აფეთქების საშიშროება.

უსაფრთხოების მიზნით ავარიის შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან "ედემიდან" სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. რაც შეეხება მოძრაობას, მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია და ტრანსპორტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავომობილო გზის ნაცვლად, გომი-საჩხერე-ჭიათურა- ზესტაფონის გზით ხორციელდება.


ნანახია: 1443-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.
ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით დამცავი ჯებირებიც გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, 19:00 საათზე, აღნიშნულ გზაზე, თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის
რიკოთის უღელტეხილზე ამ დრომდე შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა. უღელტეხილზე ორი პატარა გვირაბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,
ქუთაისი-თბილისის საავტომობილო გზის რიკოთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.