Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩემი, როგორც ქუთაისის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის უმთავრესი ამოცანაა, ქალაქის დონეზე გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარება"

თარიღი : 23-03-2018, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები   
"თუ მსოფლიო გამოცდილებას გადავხედავთ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სწრაფი ზრდისთვის გენდერული კვოტაზე ქმედითი მექანიზმი ჯერ არ მოუფიქრებიათ,"- ამგვარად ეხმიანება ქუთაისის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკასა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია.

"საკანონმდებლო ორგანოში საკითხზე მსჯელობა უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ამ მიმართულებით. მივესალმები ყველა ქმედებას, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება. საკითხები, რომელსაც ქვეყანისთვის მოაქვს მეტი განვითარება და ამაღლებს დემოკრატიულობის ხარისხს, უნდა იყოს ყოველთვის წახალისებული და მხადრაჭერილი. ჩემი, როგორც ქუთაისის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის უმთავრესი ამოცანაა, ქალაქის დონეზე გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარება,"-ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

"დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაცაა.

„საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მსჯელობს, ვფიქრობ, ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკურ პროცესებს და გაზრდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს", - წერს პრემიერ-მინისტრი.

გასული წლის შემოდგომაზე, პარლამენტში დარეგისტრირდა 37 455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.


ნანახია: 213-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე იმუშავა.
პრეზენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფონდმა "სოხუმმა" პრეზენტაცია „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება
,,დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ქალ წარმომადგენლებთან შეხვდერა გაიმართა.
გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე: 'ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში'
გასული წლის ბიუჯეტიდან გენდერული საკითხების მოგვარებისთვის გამოყოფილი თანხა 30 000 ლარს შეადგენდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ედიბერიძეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ეზოში დათესილი 30-მდე ძირი კანაფი გაანადგურა.
უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მშობლიურ სოფელ ტობანიერში, სახლ-მუზეუმის აღდგენა ადგილობრივი ხელისუფლების

ამინდი