Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია უსახლკაროებისთვის აშენებულ კორპუსში არსებული პრობლემების შესწავლას იწყებს

თარიღი : 22-03-2018, 15:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი ქალაქში, ნიკეას ქუჩაზე განთავსებულ მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულ პრობლემებს შეისწავლის.

მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის თქმით, ჯგუფი, რომელშიც თავშესაფრის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის გარდა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შევლენ, უახლოეს დღეებში დაკომპლექტდება.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა გასულ პარასკევს, შპს „სანო“-ს წარმომადგენლებთან, თუმცა შეხვედრა ისე წარიმართა, რომ რაიმე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო. გვინდა, რომ შევისწავლოთ იქ არსებული მდგომარეობა. სამუშაო ჯგუფში შევლენ როგრც მშენებლები, ისე გაზის ხელოსანი და ლიფტების მშენებლობის მცოდნე პირები. კომპანია ჩვენგან ითხოვს 522 000 ლარს, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ მას საქმე დასრულებული არ აქვს და ეს თანხაც არ ეკუთვნის,“- ამბობს ჯონი არაბიძე.

სამუშაო ჯგუფის მიერ მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, მერია კომპანია „სანო“-სგან არსებული ხარვეზების გამოსწორებას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ კომპანია აღნიშნულზე უარს იტყვის, ქალაქის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ შესაძლოა სამართლებრივი დავა დაიწყოს.

ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge შპს „სანო“-ს პოზიციით დაინტერესდა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა საუბარი არ ისურვა.

ცნობისთვის, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში განთავსებული 80-მდე ოჯახი შენობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და გასახლებას ითხოვს.

კორპუსის მკვიდრები აცხადებენ, რომ შენობაში დაზიანებულია ჭერი და კედლები, გაუმართავია ელექტროგაყვანილობის სისტემა, ხოლო წვიმის დროს ფანჯრებში წყალი შემოდის. შენობის ინტერიერის გარდა, პრობლემებია გარე პერიმეტრზეც. კერძოდ, შენობას გარშემო დაჭაობებული ტერიტორია აკრავს.


ნანახია: 977-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში განთავსებული 80-მდე ოჯახი შენობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მშენებლობის საქმეს სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან. ამის შესახებ
აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსი ავარიული და ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემების წინაშ დგებიან.
მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის თქმით, საუბარი დაახლოებით 45 000 ლარზე, რაც სახურავის გარეშე დარჩენილი კორპუსის
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი მოვალეობის შემსრულებლის, ჯონი არაბიძის თქმით, ქალაქის მასშტაბით
ნიკეას ქუჩაზე ხუთსართულიანი შენობა, რომელშიც თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 80-მდე ოჯახი განთავსდა, მურღულიას მერობის პერიოდში აიგო.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი 2014 წლის 19 დეკმებერს უკრაინის ომში დაიღუპა.

ამინდი