Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბომონდი შენი ჯანმრთელობისთვის',- კლინიკა პაციენტების უფასოდ გასინჯვებს იწყებს

თარიღი : 22-03-2018, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„კლინიკა ბომონდი“ სოციალური პროექტის- „ბომონდი შენი ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, მოსახლეობის უფასოდ გასინჯვებს იწყებს.

კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.

„კლინიკა ბომონდი“-ს პორტატული სამედიცინო აპარატურით და პირველადი მოხმარების მედიკამენტებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური გუნდი ადგილზე მოახდენს ყველა იმ ადამიანის კონსულტირებას და დიაგნოსტიკას, ვისაც საჭირო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიღება გეოგრაფიული მდებარეობის თუ უსახსრობის გამო არ შეუძლია. შესაბამისად, „ბომონდი შენი ჯანმრთელობისთვის“ აქციის ძირითად მიზანს დაავადებათა დროული გამოვლენა და პრევენცია წარმოადგენს,“ - ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი მამია ყიფიანი.

აქციის ფარგლებში, პაციენტებს საშუალება ექნებათ ადგილზე ჩაიტარონ მუცლის ღრუს ექოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, მცირე მენჯის ექოსკოპია, კარდიოგრაფია და სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. ასევე, მიიღონ თერაპევტის, კარდიოლოგის, პედიატრის, დერმატო-ვენეროლოგის, უროლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

„კლინიკა ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა გინეკკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. „ბომონდი“ არის მრავალპროფილიანი, 100 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული კლინიკა, რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.


ნანახია: 1473-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უფასო კვლევების მიმდინარეობას თერჯოლის მერის მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, მერის მოადგილე მერაბ სირაძე, მერიის სოციალური სამსახურის
აქციის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა: მუცლის ღრუს ექოსკოპია,
კლინიკა 'ბომონდი' ახალბედა მშობლებს დახმარებას სთავაზობს.
'კლინიკა ბომონდი'-ს პედიატრიული დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პატარებისთვის.
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ იმ პაციენტებს, რომელთაც ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების შეძენა არ შეუძლიათ, კლინიკა წამლებს

ამინდი