ქუთაისში ხეების დარგვის აქცია მოეწყო
თარიღი : 21-03-2018, 16:12 | კატეგორია: ახალი ამბები

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ხეების დარგვის აქცია მოეწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით 30-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
მე-8 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას მოსახლეობაც შეუერთდა. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის შესახებ.