Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი 'ივერია' გაიყიდა-ტერიტორიაზე 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

თარიღი : 21-03-2018, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში შპს „ივერია პალასს“ საინვესტიციო ვალდებულებით ყოფილი „სანატორიუმი ივერია“ 500 000 ლარად გადასცა.

საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია უზრუნველყოფს სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 60 ადამიანის დასაქმებას.

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „ივერიას“ ტერიტორიაზე 130 ნომერის მქონე სასტუმრო აშენდება, რომელშიც განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი და მინიმუმ 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ მიზანია ხელი შეუწყოს
საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 48 311 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ამასთან სასტუმროს ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა სულ მცირე 81 200 000 ლარს შეადგენს.


ნანახია: 1348-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება.
სანატორიუმი ცისკარის საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია, აუქციონი 11 მარტს დასრულდება.
საწარმო ყოველწლიურად მინიმუმ 7 000 ტონა პროდუქციის გადამუშავებას შეძლებს.
საწარმოში 3 932 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 80 ადამიანი დასაქმდება.
კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და 40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული
ამ ეტაპზე 22-დან მხოლოდ სამი სანატორიუმის ბედია გადაწყვეტილი. თუმცა როგორც ირკვევა, უცნობია როდის დასრულდება მათი რესტავრაცია და

ამინდი