Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ლითონის საწარმო გაიხსნება - პროდუქცია ექსპორტზეც გავა

თარიღი : 21-03-2018, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქუთაისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი არაძვირფასი ლითონების საწარმო გაიხსნება. საწარმოში 3 932 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 80 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო რკინეულობის პირველადი ნედლეულისაგან მაღალტექნოლოგიური დამუშავების შედეგად მავთულის სხვადასხვა სახეობასა და მისგან მეორადი დამუშავებით მიღებულ სხვადასხვა მზა პროდუქციას აწარმოებს. საწარმო წლიურად ნახშირბადიანი ფოლადისაგან 8 520 ტონა, 900 ტონა ეკლიან, 1 920 ტონა მავთულის ბადეს და 960 ტონა ლურსმანს დაამზადებს. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე, კერძოდ აზერბაიჯანსა და სომხეთში განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, #7-ში მდებარე 14 152 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა შპს „ჯეომეტალს“ გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 337 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 820 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 500-ზე მეტს შეადგენს.


ნანახია: 939-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საწარმო ყოველწლიურად მინიმუმ 7 000 ტონა პროდუქციის გადამუშავებას შეძლებს.
კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და 40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული
რომელიც წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი, ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ
სოფელ ბზვანში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას საფუძველი იმერეთის ვიცე-გუბერნატორებმა, პარლამენტის წევრმა დავით

ამინდი