Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორის მილოცვა მედიას-მედია ქმნის და მართავს საზოგადოებრივ აზრს და სწორედ ამიტომ ყველაზე მთავარს – ამავე საზოგადოების ნდობას გისურვებთ

თარიღი : 21-03-2018, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. დაარსებიდან ყოველი წლის 21 მარტს ქართული მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. ეს თარიღი პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება, რომელსაც თავდაპირველად „საქართველოს გაზეთი“, შემდეგ კი „ქართული გაზეთი“ ეწოდებოდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს გამოიცა, ახალი სტილით კი 21 მარტს. სწორედ ამიტომ აღინიშნება ყოველწლიურად ქართული ჟურნალისტიკის დღე 21 მარტს.

მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ულოცავს.

"ყველა ჟურნალისტს და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს დიდი პატივისცემით გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს!

თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში. მედია ქმნის და მართავს საზოგადოებრივ აზრს და სწორედ ამიტომ ყველაზე მთავარს – ამავე საზოგადოების ნდობას გისურვებთ. ნდობა კი სიმართლის გარეშე შეუძლებელია, ჟურნალისტის ყველაზე დიდ ღირსებას ობიექტურობა წარმოადგენს, რომელიც პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რეგიონული მედიის როლი. იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რეგიონებში ამკვიდრებენ თავისუფალი მედიისა და პროფესიული ჟურნალისტიკის ფასეულობებს, თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ინფორმაციას, დიდი და საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ როლი გაკისრიათ. ჩვენი მოვალეობა კი ამ ძალისხმევის თანადგომა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.

მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობითვის, დროულობის, სიზუსტისა და სანდოობისთვის. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!," - ნათქვამია გუბერნატორის მილოცვაში.


ნანახია: 975-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მედიას ქვეყნის მშენებლობის გრძელვადიანი პროცესი ეფუძნება.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ქალაქის საკრებულოს სხდომიდან ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

ამინდი