Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 21-ე სპორტული სკოლის მოსწავლეებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

თარიღი : 20-03-2018, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების # 21-ე სპორტული სკოლის მოსწავლეებს კლინიკა ,,ბომონდში" უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია, რომელიც მოსწავლეებში დაავადების დროულ გამოვლენას და მათ პრევენციას ემსახურება, ააიპის ხელმძღვანელობისა და „კლინიკა ბომონდი“-ს ადმინისტრაციის ერთობლივი სურვილით დაიგეგმა.

აქციის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა: მუცლის ღრუს ექოსკოპია, ოფთალმოლოგიურ კვლევები და შესაბამისი ექიმების კონსულტაცია. უფასო გამოკვლევების აქციას „კლინიკა ბომონდი“-ს გენერალური დირექტორი მამუკა მიქაძე, კლინიკის ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი მამია ყიფიანი და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე დაესწრნენ.
http://www.picz.ge/img/s1/1803/20/e/e54ee8992eb8.jpg
„ერთი მხრივ, „კლინიკა ბომონდი“-ს მთავარი ამოცანაა, რომ პაციენტებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს და მეორე მხრივ, ჩვენი შესაძლებლობების ფარლებში, შევეცადოთ კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ საზოგადოებას იქნება ეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ადგილზე თუ კლინიკის მობილური ჯგუფის პაციენტებთან მისვლა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მოხარულები ვართ, რომ შედგა დღევანდელი აქცია. კიდევ უფრო გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქს და ქვეყანას ასეთი კარგი მომავალი თაობა ეზრდება სპორტსმენების სახით,“ - ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს გენერალური დირექტორი მამუკა მიქაძე.

ცნობისთვის, „კლინიკა ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა, რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.

"კლინიკა ბომონდი"-ს და ააიპ სპორტულ დაწესებულების ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა სამედიცინო აქცია, სადაც პროფილაქტიკური კვლევები #21-ე სპორტული სკოლის მოსწავლეებმა ჩაიტარეს. აქცია გაგრძელდება და სხვა სპორტულ სკოლებსაც მოიცავს. მადლობა "კლინიკა ბომონდი"-ს ხელმძღვანელობას აღნიშნული აქციის ოპერატიული ორგანიზებისთვის," - განაცხადა სპორტული ააიპის მმართველმა კობა ფხაკაძემ.


ნანახია: 1128-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.
კლინიკა 'ბომონდი' მაღალი ხარისხის სამედიცინო აღჭურვილობით უსასყიდლოდ ჩაატარებს სამედიცინო გამოკვლევებს აღნიშნული ააიპების
უფასო კონსულტაცია წინასწარ ჩაწერით განხორციელდება.
უფასო კვლევების მიმდინარეობას თერჯოლის მერის მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, მერის მოადგილე მერაბ სირაძე, მერიის სოციალური სამსახურის
'კლინიკა ბომონდი'-ს პედიატრიული დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პატარებისთვის.

ამინდი