Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოქალაქეები, რომლებიც ნადრიობის სეზონის გახსნამდე გადამფრენ ფრინველებზე ინადირებენ, 500-700 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან

თარიღი : 18-03-2018, 14:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას ახსენებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1-ლი მარტიდან აიკრძალა.

აკრძალულ პერიოდში ნადირობა 500-700 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციასა და მოპოვებული ობიექტის კონფისკაციას ითვალისწინებს. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით, გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.

ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.


ნანახია: 692-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მონადირეებს, არ გამოიყენონ ნადირობისთვის აკრძალული იარაღები.
ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების
მათივე განმარტებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები.
მოქალაქეები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობდნენ მათზე არარეეგისტრირებული იარაღით და დაწესებული მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითრის
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი