Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გადაშენდით აქედან,'- ქუთაისში, მოსახლეობამ თურქულ კომპანიას ქუჩის გადათხრის უფლება არ მისცა

თარიღი : 15-03-2018, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გაფრინდაშვილის ქუჩის მოსახლეობამ წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე მომუშავე თურქულ კომპანია SMK-ს ქუჩაზე სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცა, რაც ადგილზე ხმაურის მიზეზი გახდა.

ადგილობრივების განცხადებით, კომპანია იმ მილების შეცვლას აპირებს, რომელიც ქუჩაზე 2012 წელს შეიცვალა და რომელსაც 100-წლიანი გარანტია აქვს.

"გადაშენდით აქედან. სადაც დაიწყეთ სამუშაო და გადათხარეთ ქუჩა, ყველა ქუჩა გადათხრილ მდგომარეობაში დატოვეთ. ცალმხრივია ეს ქუჩა, ისედაც ვიწრო ქუჩაა და ამას კიდევ გადათხრა უნდა? თან რა უნდა შეცვალოთ, როდესაც მილები უკვე გამოცვლილია," - განუცხადეს ადგილობრივებმა გაფრინდაშვილის ქუჩაზე მისულ თურქული კომპანიის თანამშრომლებს.

მოსახლეობის მოთხოვნას მხარი "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიგა შუშანიამ დაუჭირა.

თურქული კომპანია SMK-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილის ქუჩაზე წყლის მილები დაზიანებულია და ამიტომ ხდება მათი შეცვლა. ამ დროისთვის აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები შეწყვეტილია.

ცნობისთვის, თურქული კომპანია ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ქუთაისის მერიის მოთხოვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.


ნანახია: 4828-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თურქული კომპანია ქუთაისის მერიის მიმართვის საფუძველზე 2 000 ლარით დააჯარიმა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლომ აქვე
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის გაჭიანურების
ქუთაისში არსებული ასათიანის ქუჩა ერთ-ერთი ქუჩაა, რომელიც ავტომობილების გადაადგილებისათვის საფრთხეს შეიცავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მაცხოვრებლები უხარისხოდხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობენ და გადათხრილი გზის გამო დახმარებას ითხოვენ.

ამინდი