Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თამაზ მარგველაშვილი: მადლობა უფალს, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლა მღვდელაძის და მანაგაძის გადასაწყვეტი არ არის"

თარიღი : 11-01-2014, 17:57 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოსა და ქალაქის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი მისი მისამართით წაყენებულ მოთხოვნებს პასუხობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე მერიის საკონკურსო კომისიის დაშლას, მარგველაშვილის თანამდებობიდან წასვლასა და კომისიის ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებას ითხოვენ.
თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, ის ორივე თანამდებობაზე საკრებულოს უმრავლესობამ აირჩია და თანამდებობიდან მისი გათავისუფლებაც ამავე უმრავლესობის გადასაწყვეტია.
„მამუკა მღვდელაძეს ურჩევნია თავის ფრაქციას მიხედოს და ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადადგომაზე იფიქროს. არჩევნების პერიოდში მღვდელაძე არავის გახსენებია და საარჩევნო კამპანიაში ჩართვაზეც არავინ შეხმიანებია. მე თანამდებობას დავტოვებ თუ არა, ეს მამუკა მღვდელაძისა და მანანა მანაგაძის გადასაწყვეტი არ არის. მადლობა უფალს, რომ ეს ასე არ არის,“ - ამბობს მარგველაშვილი.
თავიანთი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში არასამთავრობოები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.


ნანახია: 2310-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომას, საკონკურსო
“ქუთაისის საკრებულოში, ან პირადად ჩემს სახელზე მამუკას განცხადება ამ დრომდე არ შემოსულა, ის ოფიციალურად ვიდრე განცხადებას არ
ქუთაისის საკრებულოს 10 დეპუტატი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისა და საკრებულოს საფინანსო კომისიის
თამაზ მარგველაშვილის თქმით, ყოფილი კონკურსანტების მიერ კომისიის წინააღმდეგ აქციების დაანონსება მათი ნებაა.
თამაზ მარგველაშვილი, რომელიც ამავდროულად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეა ამბობს, რომ ის საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებას

ამინდი